www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგის პოზიციაზე ფოთში.

სს "ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ფოთი, "ფოთის რეფერალური ჰოსპიტალი", გურიის ქუჩა 171
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მართვა;
** მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, დადგენილი წესების შესაბამისად;
** პაციენტის და მისი ახლობლების სრული ინფორმირება და დაგეგმილი მკურნალობისა და ჩარევების შესახებ;
** შიდა სამეცნიერო კონფერენციებში, შეკრებებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შერსულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სახელმწიფო ლიცენზია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 აგვისტო, 2019 წ.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/reanimatologanesteziologi/248

"სს ევექსი ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს "ევექსი ჰოსპიტლებში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსი ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |