www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"კრედო ბანკი" არის წარმატებული ორგანიზაცია, რომელმაც საბანკო ლიცენზია მიიღო 2017 წელს. საქართველოში "კრედო ბანკი" წარმოდგენილია 68 ფილიალით.

HR ანალიტიკოსი - ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი - სათაო ოფისი.

პოზიცია დროებითია და გულისხმობს დასაქმების 1 წლიან პერიოდს
სამუშაოს დაწყების თარიღი: 16 სექტემბერი.

დასაქმებულებს ჩვენ ვთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

პოზიციის მიზანი:

ანალიტიკოსი პასუხისმგებელია HR მონაცემების გაანალიზებაზე, სხვადასხვა პოზიციებზე საბონუსე სქემების დათვლაზე, თვეების ჭრილში მონაცემების ერთმანეთზე დადარებაზე, ტრენდების გამოვლენასა და HR-ის ხელმძღვანელსა და მენეჯმენტთან წარდგენაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი:

** "კრედოს" ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება "კრედოს" სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სპეციფიკური პასუხისმგებლობები:

** HR-ში არსებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** კონკრეტულ პოზიციებზე ინდივიდუალური პორტფელების დასმა;
** ბაზებიდან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და გეგმების დასმა კონკრეტული თანამშრომლებისთვის;
** პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების ტექნიკური მხარდაჭერა, კერძოდ:

1. პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების თანამშრომელთათვის გეგმების დასმა, გეგმების შესრულების ანალიზი და მონიტორინგი
2. პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების თანამშრომელთათვის გამომუშავებული ბონუსის დაანგარიშება სამოტივაციო სქემის მიხედვით ყოველთვიურად და ყოველკვარტლურად

** მიმდინარე პროექტების ანალიტიკურ კომპონენტში აქტიური ჩართულობა და გასაუმჯობესებელი ასპექტების გამოვლენა;
** ბიზნეს ლაინებთან და თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია საბოლოო შედეგის მისაღწევად.

უნარები:

** ენერგიულობა, პოზიტიური განწყობა და მაღალი ინტერესი მათემატიკის და სტატისტიკური ანალიზის მიმართ;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვის უნარი;
** მკვეთრად გამოხატული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების ეფექტურად დასახვის უნარი;
** დედლაინებში მუშაობის უნარი;
** საერთო ბიზნეს მიზნების გაზიარებისა და სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ძლიერი პიროვნული მოტივაცია და წარმატების სურვილი;

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭებათ მათემატიკის ან სტატისტიკის მიმართულებებს; დამატებითი უპირატესობა მიენიჭება ასევე ფინანსურ, ან ბიზნეს განათლებას;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ანალიტიკოსის პოზიციაზე, უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია სტატისტიკურ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ადამიანურ რესურსების მართვის მიმართ დიდი ინტერესი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge

CV-ების მიღების ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი.

წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - "ანალიტიკოსი HR დეპარტამენტში".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |