www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Angular დეველოპერი
მომწოდებელი: ომედია
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 13 სექტემბერი

ომედია ეძებს Angular-ის დეველოპერს.

ვის ვეძებთ:

** Angular დეველოპერს, რომელიც შეუერთდება არსებულ გუნდს და იმუშავებს ძალიან საინტერესო პროექტზე.
** თუ არ ეძებ ახალ სამსახურს, მაინც შეგვეხმიანე. გავიცნოთ ერთმანეთი და, ეგებ, მომავალში ვითანამშრომლოთ.

ვინ ვართ:

** ომედია ციფრული პროდუქტების სრული ციკლის დეველოპერი კომპანიაა.
** ჩვენ ვარსებობთ 2007 წლიდან.
** ჩვენი გუნდების უმეტესობა მუშაობს ექსკლუზიურ, გრძელვადიან პროექტებზე.
** ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან მრავალ ინდუსტრიაში, არასამთავრობო სექტორიდან - ჯანდაცვის სფერომდე.

რას გთავაზობთ:

** გრძელვადიან და გლობალური მასშტაბის პროექტებს.
** სამუშაო პროცესს მინიმალური სტრესით, დაგეგმილს Agile Scrum მეთოდოლოგიით.
** ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, 4000 ლარიდან თვეში.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მოქნილ სამუშაო საათებს და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.
** კომფორტულ და მშვიდ ოფისს საბურთალოზე.
** ძალიან კარგ გუნდს სამუშაოდ და ერთმანეთისგან სასწავლად.

რა დაგევალება:

** სრული ფრონტ-ენდ აპლიკაციების შექმნა.
** მაღალი წარმადობის კოდის წერა როგორც დესკტოპ, ასევე მობილური ბრაუზერებისთვის.
** ხარისხიანი და დოკუმენტირებული JavaScript/TypeScript კოდის წერა.
** გარე ვებ-სერვისებთან კომუნიკაცია და ინტეგრაცია.
** ბექ-ენდ დეველოპერების გუნდთან კოორდინაცია, RESTful API-ის შექმნისას.

რა უნდა გაგაჩნდეს:

** კარგი გამოცდილება JavaScript-თან და HTML5-თან (CSS-ის ცოდნა არასავალდებულოა, თუმცა დამატებითი უპირატესობა იქნება).
** TypeScript-ის ცოდნა.
** Angular-ის პრინციპების და ხშირად გამოყენებადი მოდულების, სამუშაო გამოცდილებით შეძენილი, სიღრმისეული ცოდნა.
** გამოცდილება კოდის ვერსიათა მართვის სისტემებთან, როგორიცაა Git.

როგორ შეგვეხმიანო:

გამოგვიგზავნე CV მისამართზე welcome@omedia.dev (და წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება).

დამატებით, შეგიძლია გამოგვიგზავნო ნებისმიერი რამ, რაც შენს უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება (საჯარო პროფილები, ნამუშევრების მაგალითები, სასიყვარულო წერილები… რაც გაგიხარდება!)

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის!

ვებ-გვერდი: https://omedia.dev/jobs/angular-dev



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |