www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

"სფეისის" გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** უნდა გქონდეს ბიზნეს პროექტებში ხარისხის კონტროლის ინჟინერად მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
** დაწერ ტესტირების გეგმას და Test Case-ებს ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტის ფუნქციონალის გასატესტად
** შექმნი ავტომატური ტესტების სისტემას და მიიღებ მონაწილეობას black & white box ტესტირებაში

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
** ავტომატური ტესტირების სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

მისამართი: თბილისი, საქართველო
კატეგორია: IT
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: სტანდარტული
გამოცდილების ტიპი: სპეციალისტი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |