www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელების მონტაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: F1 - კომპიუტერული სერვისი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

აიტი სერვისების კომპანია "F1" გეგმავს საკუთარ რიგებში ქსელების მონტაჟის სპეციალისტების დამატებას.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მომსახურებას, მათი სისტემური და ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://f1.com.ge/

კანდიდატს უნდა შეეძლოს და მის ფუნქციებში შევა:

** ქსელის ტოპოლოგიაში გარკვევა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
** ქსელის მარშრუტის მომზადება (კედლების, იატაკების და ჭერის სახვრეტი და დამაგრებითი სამუშაოები).
** საკაბელო არხების მონტაჟი.
** ქსელის კაბელების გაყვანა.
** ქსელის როზეტების და ჯეკების დასმა.
** საკომუნიკაციო პანელზე (Patch Panel) კაბელების დასმა და ტერმინაცია.
** გაყვანილობის ტესტირება და მარკირება.

უპირატესობად ჩაითვლება ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის საბაზისო ცოდნა.

სამუშაოს პირობები:

** ოფისი: ქ. თბილისი, ალექსიძის 3 (სპორტის სასახლის მიმდებარედ).
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00 (პროექტების შესაბამისად).

დაინტერესების შემთხვევაში, CV უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@f1.com.ge 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელების მონტაჟის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |