www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზოგადი სალიზინგო, საჯარო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებზე;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის იდენტიფიკაციის შემდეგ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება სალიზინგო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით; ოპერაციების შესრულება;
** კლიენტის მოთხოვნილების ზუსტად განსაზღვრა, მათთვის სასურველი სალიზინგო პროდუქტის/მომსახურების დადგენა, პროდუქტების ანალიზი, შედარებები, უპირატესობების განსაზღვრა და კლიენტის სათანადო ინფორმირება;
** მომხმარებლების შენიშვნების/პრეტენზიების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება;
** პროდუქტებთან და პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეების დროული გაცნობა, გაანალიზება და მომხმარებლეთან საკომუნიკაციოდ მომზადება;
** სამუშაო აღწერილობის, დებულებების და სხვადასხვა ინსტრუქციების ზედმიწევნით ზუსტი დაცვა;
** ახალი კადრის პრაქტიკული ქოუჩინგი;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიკაცია და სათანადო რეაგირება, მათი აღრიცხვა და კომპანიის შესაბამისი სამსახურისგან მხარდაჭერის მოთხოვნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი - სპეციალობა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული;
** სამუშაო გამოცდილება: მომსახურების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება

ცოდნა/უნარები:

** უცხო ენების ცოდნა: რუსული - თავისუფლად, ინგლისური - თავისუფლად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Windows, Word, Excel, Power Point, Outlook;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა;
** კეთილგანწყობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 აგვისტოსი. გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის რეგიონი და თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |