www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება / გადამისამართება
** ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
** ანგარიშების მომსახურება
** ტრანზაქციების შესრულება
** გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
** მომხმარებლებისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა (online chat)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია საბანკო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
** სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა

უნარები:

** ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |