www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო მონოგრაფი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 23 სექტემბერი

სასტუმრო "მონოგრაფის" ლაუნჯი და ტერასა აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** ​მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tea@wellhouse.ge გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია წერილის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |