www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

"ინტელიექსპრესი" inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირში და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები და მისთ.

სამუშაო აღწერილობა: არსებული საკრედიტო მოდულის დამუშავება და განვითარება

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** პროგრამირების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Microsoft.Net (.Net 3.5 და ზემოთ) პლატფორმაზე;
** .NET / C# ცოდნა და გამოცდილება;
** MS SQL Server ცოდნა და გამოცდილება;
** HTML, CSS, JavaScript, JQuery - სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ტექნიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00 - ორშაბათი-პარასკევი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე career@intelexpress.ge 2019 წლის 30 სექტემბრამდე.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "პროგრამისტი".

კომპანია "ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |