www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით).

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.

"ბორუსან CAT საქართველო" არის ამერიკული ბრენდის - "Caterpillar"-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯების/შემოსავლების პროგრამულად ასახვა და კონტროლი
** მივლინების ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მონიტორინგი, შედარების აქტების მოპოვება
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, სიზუსტის კონტროლი
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა
** საქართველოს კანონდებლობის ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა, რუსული ენა სასურველია
** 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე, სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: "ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა" / თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118.

http://www.borusancat.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |