www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხე-მცენარეების მცოდნე კონსულტანტი
მომწოდებელი: საქართველოს ნერგები
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "საქართველოს ნერგები" არის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და მრავალფეროვანი სანერგე მეურნეობა, სადაც ხდება ფოთლოვანი, წიწვოვანი, დეკორატიული, ხეხილის და ვაზის მრავალი ჯიშის გამოყვანა. ამჟამად მეურნეობას გააჩნია ათასობით სხვადასხვა სახეობის და ჯიშის ნერგი.

"საქართველოს ნერგებმა" აღადგინა ძველი უნიკალური მივიწყებული ქართული ხეხილის სახეობები. ასევე გამოყავს ვაზის როგორც ცნობილი, ისე მივიწყებული, უნიკალური ქართული და ევროპული ჯიშები.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხე-მცენარეების მცოდნე კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისთვის ხე-მცენარეებზე კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** სანერგეში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი,
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: saqartvelosnergebi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 90 88 30

შპს "საქართველოს ნერგები" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |