www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზირებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქიის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ კანდიდატს. გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას:

ვაკანსია: გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: რუსთავი, მაზნიაშვილის 2
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: 600-900 ლარი (გადასახადების ჩაუთვლელად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების ელექტრონული სახით მომზადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზება შესაბამის პროგრამაში;
** კომპანიის გაყიდვების მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც პირდაპირ, ისე ელექტორნული ფოსტითა და ტელეფონით;
** საწყობისა და სათაო ოფისის ყოველდღიური შეკვეთების მიხედვით ინვენტარიზაციის ბაზის განახლება, საწყობისა და ბუღალტერიის დეპარტამენტთან ერთობლივი თანამშრომლობით;
** კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა და მათი ანალიზი;
** კონტროლი და ორგანიზება ყველა პროდუქციის (კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე);
** კომპანიის სამუშაო პროცესისთვის აუცილებელი ინვენტარით მომარაგების პროცესის წარმოება კომპანიის ავტომობილით;
** ქართველ მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება და შესაბამისი ბაზების მონიტორინგი (შეკვეთების ბრძანებების, შესაბამისი დოკუმენტაციის ორგანიზება);
** საბაჟოსთან დაკავშირებული საკითხების წარმოება;
** კომპანიის პოლიტიკის, პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს-ადმინისტრირება და ა.შ.);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Outlook, Word და ა.შ.);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ საკომუნიკაციო დონე);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ (მომიჯნავე) პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მისამართზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |