www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამისტი
მომწოდებელი: ავერსი რაციონალი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "ავერსი-რაციონალი" არის ფარმაცევტული საწარმო, რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით გაუმჯობესებისა და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ.

შპს "ავერსი-რაციონალის" გუნდში სათანამშრომლოდ ვეძებთ 1C პროგრამისტს, რომელსაც შეუძლია შეისწავლოს არსებული პროგრამული უზრუნველყოფა და შემდგომ დახვეწოს 1C-ს პლატფორმაზე; კერძოდ:

** 1C-ს გარემოში პროგრამირება
** არსებულ ფუნქციონალში ცვლილებების შეტანა
** პროგრამული ხარვეზების მოძიება/გასწორება
** ახალი ფუნქციონალის შემუშავება/დანერგვა
** კონფიგურაციის განახლება/ტესტირება.

კვალიფიკაცია:

** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
** 1C 8.2/8.3 გარემოსთან მუშაობის გამოცდილება
** MS SQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პოზიციისათვის სასურველი უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** მიზანდასახულობა
** თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.rational.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |