www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერტი
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწვევს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწე აკადემიურ პერსონალს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერტად, რომელთაც პროექტების შეფასება უნდა განახორციელონ შემდეგი კრიტერიუმების თანახმად:

** კვლევითი თემის აქტუალობა, კვლევის მიზნები და ამოცანები;
** კვლევის მეთოდოლოგია;
** კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება;
** საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის ხარისხი;
** პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის და ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან.
** ადამიანური და მატერიალური რესურსების შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან.

უნივერსიტეტი ქმნის ექსპერტთა ბაზას. წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი ეგზავნება შესაბამის ექსპერტს, რომელსაც პროექტის შესაფასებლად მიეცემა 1 თვიანი ვადა. თითოეული პროექტის მოცულობა (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) შეადგენს 10-15 გვერდს. ექსპერტის ანაზღაურება ერთი პროექტისთვის შეადგენს 257 ლარს (დარიცხული).

დაინტერესებულ მეცნიერებს/მკვლევრებს ვთხოვთ გამოგზავნონ აკადემიური-სამეცნიერო CV ელექტრონულ ფოსტაზე science@ciu.edu.ge არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა. სათაურის ველში (Subject) მითითებული უნდა იყოს პროექტების ექპერტი შესაბამისი მიმართულებით (მაგალითად: პროექტების ექსპერტი - ფინანსები). შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო ან პირისპირ გასაუბრება და გაფორმდება ხელშეკრულება.

CV-ში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია კანდიდატის განათლების, საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, კვლევითი გრანტების და სხვა რელევანტური ინფორმაცია კანდიდატის შეხედულებისამებრ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |