www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს პრომოუტერის ვაკანსიას თბილისში.

ვაკანსიების რაოდენობა (1)
სამუშაო ადგილი: "ისთ ფოინთი", დომინო
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებულს +ბონუსი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური შესწავლა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება, დახარისხება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |