www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების სპეციალისტის (Update Manager) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საგადამხდელო არხების განახლების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** დასამატებელი კომპანიების/პროდუქტების ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** სამუშაო ჯგუფისთვის დავალებების გამზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან და დამოკიდებულ განყოფილებებთან კომუნიკაცია;
** განახლების ტესტირება და გაშვება;
** საგადამხდელო არხებში ჩართული პროდუქტების ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის მიმართულებით;
** იდენტურ/მიახლოებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** XML ან/და JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები:

** თანმიმდევრულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დამატებითი მოთხოვნები:

ვეძებთ გუნდის სრულფასოვან წევრს, რომელიც ჩვენთან ერთად განვითარდება და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის საქმიანობაში. უპირატესობას ვანიჭებთ მის პიროვნულ თვისებებს, მიდგომებს და საქმის მიმართ დამოკიდებულებას. ვაფასებთ ინიციატივებსა და სიახლეებს, რასაც გუნდის წევრები გვთავაზობენ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |