www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"საბვეის" ბრენდი აერთიანებს სწრაფი მომსახურების რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს მსოფლიოში. დღეისათვის "საბვეი" ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 45000 რესტორანს ითვლის.

"საბვეი" მომხმარებელს სთავაზობს ახალი, ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი სენდვიჩების, სალათების, ორცხობილების ფართო არჩევანს და მომსახურების განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს. ყველა პროდუქტი მზადდება მომხმარებლის თვალწინ და უშუალოდ მისი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით. ამჟამად თბილისში "საბვეის" 7 რესტორანი ფუნქციონირებს.

"საბვეი"-ს "თბილისი მოლის და გალერია თბილისის" რესტორანი აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე.

"სენდვიჩ არტისტები", რესტორნის მენეჯერის კოორდინაციით, ასრულებენ რესტორნის ოპერირებისათვის საჭირო ყველა ფუნქციას ერთნაირად. რესტორანში არ ხდება სამუშაო ფუნქციების გრძელვადიანი გადანაწილება. ასევე "Subway"-ი უზრუნველყოფს თქვენს კვებას დღის განმავლობაში და ტრანსპორტირებას. + ბონუსები. სამუშაო გრაფიკი დღეში 7 საათი, კვირაში 1 ან 2 დღე დასვენება.

აპლიკანტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია/მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ​სენდვიჩების მომზადება;
** გაყიდული პროდუქციის სალაროს პროგრამაში გატარება;
** რესტორნის დასუფთავება და მოწესრიგება;
** რესტორნის სამუშაო ინვენტარის რეცხვა;
** პროდუქტებისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება და დახარისხება;
** რესტორნის ოპერირებისათვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება.

საჭირო პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პატიოსნება;
** ​კომუნიკბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ზრდილობა/თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მოქმედება.

აპლიკანტის სასურველი ასაკობრივი ზღვარი: 17-დან 27 წლამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ საკუთარი რეზიუმე/CV შემდეგი ელფოსტის მისამართზე: giga_mgebrishvili@yahoo.com ან დაგვიკავშირდით მობილურზე 598144802 ან 568000209. მიღების ვადა 26.10.2019



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |