www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტის დისტანციური კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
** კლიენტისგან მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
** კლიენტისგან მიღებული რთული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

ბაკალავრის ხარისხი (განიხილება მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები) ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე; მეორე ბიჯი - 750 ხელზე; მესამე ბიჯი - 1, 000 ლარი ხელზე (ბიჯებს შორის სხვაობა არის 6-8 თვე);
ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Support Specialist



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |