www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკისა და მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი;
** შესყიდვებთან დაკავშირებით მომწოდებლების შერჩევის პროცესების ორგანიზება და შერჩევა ტენდერების, პირდაპირი კავშირებისა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით;
** მომწოდებელთა ბაზის შესწავლა და მონიტორინგი;
** შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** სერვის ცენტრების საჭირო ინვენტარით, ტექნიკით, სატრანსპორტო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საშუალებების მომარაგების პროცესის წარმართვა;
** სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ახალი ოფისების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შესაბამისი რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო/საბანკო სექტორში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2019 წლის 2 ოქტომბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |