www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: New Metekhi
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "New Metekhi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება, განთავსება, გასტუმრება;
** ჯავშნების მიღება, გაუქმება;
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
** დოკუმენტაციის წარმოება, ანალიზი;
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სტუმრების ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** ტრანსფერის და ტურების შეთავაზება/ორგანიზება;
** სასტუმროს დანარჩენ თანამშრომლებთან კოორდინაცია;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Booking.com-ზე, Expedia.com-ზე და ა.შ მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** ლოგიკური აზროვნება, დროის ეფექტურად მართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კომუნიკაბელური და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ინტენსიურ და სტრესულ ვითარებაში დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი.
ხელფასი: 500-550 ლარი (დამოკიდებულია ცვლების რაოდენობაზე)
ადგილმდებარეობა: თბილისი, ავლაბარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტო სურათით ელექტრონულ მისამართზე: Info.newmetekhi@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |