www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" (MSDA) აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ვებ და მობილური აპლიკაციების ფუნქციონალური დავალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** პროექტის პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი;
** დიზაინ სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** ინტერფეისის დოკუმენტირება;
** არსებული პროდუქტების დიზაინის განვითარებაზე მუშაობა;
** ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია.

პროფესიული მოთხოვნები:

** გრაფიკული და UI რედაქტორების - Adobe XD, Sketch, Figma, Adobe Photoshop, Adobe Illustrator ცოდნა;
** დიზაინ სისტემებთან (კომპონენტების ბიბლიოთეკები) მუშაობის გამოცდილება;
** რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: HTML5/CSS-ის საბაზისო ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** სოციალური პაკეტი.

დარიცხული ხელფასი: 3200 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ:

** CV
** ნამუშევრების პორტფოლიო (იქნება ეს - მოქმედი ვებ-მისამართები, თუ პორტფოლიო სპეციალიზირებულ პლატფორმაზე, მაგ. behance, dribbble).

CV და პორტფოლიო, გთხოვთ, გამოგზავნოთ მისამართზე: jobs@msda.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ - "UI/UX დიზაინერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |