www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ პროექტის უმცროს მენეჯერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

** ყოველთვიურად შესასრულებელი დეველოპმენტის და კონსალტინგის ამოცანების კლიენტთან
** შეთანხმება;
** დეველოპმენტ გუნდისათვის ამოცანების შესრულების მოთხოვნა;
** კონსალტინგის გუნდის კოორდინირება, რათა შეთანხმებული ამოცანები ჩაბარდეს კლიენტს;
** შექმნილი პროდუქტის დანერგვა კლიენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს - ადმინისტრირებაში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 600-800 ლარი ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior Project Manager.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |