www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

კომპანია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სერვის ცენტრში.

"ინტელიექსპრესი" (http://inteliexpress.net/) - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირში და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები და მისთ.

ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
განაკვეთი: სრული, თვეში საშუალოდ, 15 ცვლა (ცვლების პრინციპი: 1 დღე - დღის ცვლა (09:00-21:00), 2 დღე - ღამის ცვლა (21:00-09:00), ორი დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი ხელზე + ბონუსი
სამუშაოს აღწერილობა: ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები..)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, საბანკო საქმე და ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 2 წლიანი; - ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; - კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; - მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge. განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია "მოლარე-ოპერატორი. აეროპორტი"

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 2 ოქტომბერი.

სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |