www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: Local Hospitality
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

დამკვეთი კომპანია არის საქართველოში დაარსებული კორპორაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი აქციები მთელს საქართველოში და რომელიც აგრეთვე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოს კურორტებზე. კომპანია გუდაურში გეგმავს სასტუმროს გახსნას 2019 წლის დეკემბერში. სასტუმრო იქნება ქართული სასტუმროების ქსელის ნაწილი, რომელთა გახსნა საქართველოს მასშტაბით იგეგმება მომავალი 5 წლის განმავლობაში.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ულამაზეს ხედებს, 100 ზე მეტ სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს. სასტუმროს აქვს შეხვედრის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, კვების ობიექტები, სპა, დახურული საცურაო აუზი, კერძო ავტოსადგომი, ბარი, ტერასა და სხვა.

რატომ უნდა იმუშაოთ ჩვენთან:

კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მუდმივად მზარდია და კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს 2025 წლისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნან 1, 000 მდე სასტუმროს ნომერი.

დასახელება: შეფ მზარეული

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით

პოზიციის აღწერილობა:

შეფ მზარეულის ძირითადი მოვალეობა იქნება სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მენიუს შემუშავება და სეზონის მიხედვით მუდმივი განახლება, თანამშრომლების მონიტორინგი, მათ მუდმივ ტრეინინგზე და განვითარებაზე ორიენტაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და პრეზენტაციის მომზადების მართვა
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება
** განსაზღვროს მენიუში არსებული კერძების პრეზენტაცია და მონიტორი გაუწიოს სამზარეულოდან გასულ შეკვეთას
** რესტორნის სამზარეულოს თანამშრომლების მართვა
** სამზარეულოს დანაკარგის შემცირებაზე მუდმივი ზრუნვა
** დაამყაროს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებთან
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
** ყოველდღიურად აკონტროლოს, რომ თანამშრომლები ატარებდნენ უნიფორმას და იცავდნენ ჰიგიენის ნორმებს
** რესტორნისთვის კალკულაციების გაკეთება
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი
** მაცივრების სისუფთავის კონტროლი
** შეკვეთებზე სწრაფი რეაგირება
** სამზარეულოს თანამშრომლების რეგულარული ტრეინინგი
** უზრუნველყოს სამზარეულოში ყოველდღიური სისუფთავე
** აკონტროლოს მარაგები და მოახდინოს სამზარეულოს ინვენტარის დროული შეკვეთა
** აკონტროლოს სასტუმროს დატვირთულობა, რადგან სწორად განსაზღვროს საჭირო პერსონალი
** აკონტროლოს საუზმის საკვების ხარისხი და პრეზენტაცია
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეფ მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა
** პრეზენტაბელურობა
** სტუმრებთან ურთიერთობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@hospitality.ge 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |