www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით უნისონმა სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება;
** არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურეობის გაწევა;
** მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშების მართვა და კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |