www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი, მათემატიკის პედაგოგი
მომწოდებელი: თავისუფალი აკადემია
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"თავისუფალი აკადემია" არის კვალიფიციური მოსამზადებელი ტრენინგ ცენტრი, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა; სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მომზადება სხვადასხვა სასწავლო საგნებში. აბიტურიენტთა მომზადება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამასა და მოთხოვნებს. სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებისა და ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებით.

საგანმანათლებლო ცენტრი "Free Academy" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. ინგლისური ენის პედაგოგი
2. მათემატიკის პედაგოგი

ინგლისური ენის პედაგოგის სამუშაოს აღწერა იხილეთ ინგლისურ ენაზე.

მათემატიკის პედაგოგი:

ძირითადი მოვალეობები:

** X-XII კლასის სილაბუსის წარდგენა:
** X-XII კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
** სასკოლო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადება
** მონაწილეობა აკადემიის ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
** დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
** მუდმივი პროფესიული განვითარება.
** ბავშვების დასწრების აღრიცხვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სპეციალობაში. სასურველია მაგისტრის ხარისხით/სტუდენტი
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ბრწყინვალე უნარი;
** თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

საჭირო საბუთები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
** პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
** რეზიუმე (CV);
** მოტივაციის წერილი.

პედაგოგის შრომითი ანაზღაურება დაანგარიშდება ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV საფუძველზე
** მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილს.

გაცნობებთ რომ, რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს , რომ მისი პირადი მონაცემები შეინახება "თავისუფალი აკადემი"-ის პერსონალური მონაცემების ბაზაში 1 წლის განმავლობაში, კანონმდებლობის დაცვით, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ იქნება თქვენი მითითება გამოგზავნილ წერილში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: freeacademyrecruiting@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |