www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი - პრისელერი, მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი სადიტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 15 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, მათ შორის კი უმსხვილესი ბრენდებია: Canbebe, Ave, Shik, Melochi Zhizni…

შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიებს:

1. სავაჭრო წარმომადგენელი -პრისელერი თბილისში

მოთხოვნები:

** ასაკი 20 დან - 35 წლამდე;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია, მართვის გამოცდილებით;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში.

მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად;
** მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით, ახალი ობიექტების ათვისების უზრუნველყოფა;
** მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის;
** თითოეულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაო დავალებების(თანხების ამოღება, პროდუქციის დალაგება, პროდუქციის დაბრუნება და სხვ.) განსაზღვრა, კოორდინაცია პროდუქციის მიმწოდებლებისათვის.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასვენება: შაბათი, კვირა

2. მერჩენდაიზერი

მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და სექციაში პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
** პროდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში;
** თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობისას კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა
** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი.
** კონკურენტული სიტუციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, რეპორტინგი.
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი 18 დან - 35 წლამდე.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, კომუნიკაბელური.
** გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.khotivrishvili@libogroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |