www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა კავკასიის რეგიონში. დღესდღეობით, Domson`s Engineering-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) ოფიცრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს შესაბამისობის აქტის განხილვასა და მომზადებაში; ზოგადი რისკების განსაზღვრასა და სხვა უსაფრთხოების საკითხების შეფასებაში; ასევე, ევალება ჯანმრთელობის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით მენეჯმენტის ყოველმხრივი დახმარება.
** სათანადო HSE ჟურნალის და დოკუმენტაციის წარმოება.
** შესაბამისი კანონების და რეგულაციების მოქმედების უზრუნველყოფა.
** HSE რეპორტების მომზადება.
** ობიექტის ხელმძღვანელისთვის საჭირო დახმარების და რჩევების მიცემა HSE საკითხებში.
** ინციდენტების გამოძიების კომისიის მუშაობაში მონაწილეობა და Root Cause Analysis საშუალებით მიზეზების დადგენა.
** ინციდენტების პრევენციის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება დამკვეთის და ვიზიტორების ინტერესების დასაცავად.
** პრეზენტაციების და ტრენინგების მომზადება და ჩატარება HSE მიმართულებით.
** დააკვირდეს შესაბამისი HSE წესების განხორციელებას, გაატაროს უსაფრთხოების ყველა საჭირო პროცედურა ტექნიკის გამოყენებით, ხელი შეუწყოს უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვას , დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს აშკარა რისკ ფაქტორებზე, ან სათანადო ზემდგომ ხელმძღვანელს აუწყოს პრობლემის შესახებ.
** იმუშაოს თანამშრომლებთან, რათა მოხდეს კულტურული და სამუშაო უნარ-ჩვევების და პრაქტიკების ცვლილება, მიუხედავად მათი შესაძლო წინააღმდეგობისა.
** შეინარჩუნოს დადებითი და პროაქტიული ურთიერთობები როგორც ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან, ასევე მომხმარებელთან და მარეგულირებელ ორგანოებთან.
** შეასრულოს სხვა სამუშაოსთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელება საჭიროების და მოთხოვნილებებისამებრ.
** კონკრეტულ ობიექტზე პასუხისმგებლობები:
** სამშენებლო/საწარმოო მოედანზე რეგულარულად დაკვირვება HSE ნორმების და რეგულაციების შემოწმების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა ამ საკითხების მოგვარებაში.
** ყოველდღიური და ყოველთვიური HSE შეხვედრების/ტრენინგების ჩატარება გრაფიკის მიხედვით და ასევე საჭიროების წარმოქმნისას.
** შეადგინოს, განახორციელოს და მართოს HSE პროგრამები, პროცედურები და პოლიტიკა.
** შეასრულოს ობიექტზე HSE საკითხების ინსპექტირება.
** PPE-ს (პერსონალური დამცავის აღჭურვილობა) ხარისხის, მდგომარეობის და შენახვის შეფასების უნარი და მათი სათანადოდ გამოყენების პროცედურების გაკონტროლება.
** მარეგულირებელი მოთხოვნების ზედმიწევნითი ცოდნა და მათი მკაცრად აღსრულება კომპანიის HSE პოლიტიკის და პროცედურების ფარგლებში.
** უნარი გააკონტროლოს სახიფათო ნარჩენების შენახვის ზონები და უზრუნველყოს მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებული: დაცვის, მარკირების, შეკავების, სათანადო გადამუშავების და დოკუმენტაციის წარმოების წესები.
** შეასრულოს სანიაღვრე სისტემის კონტროლი და განახორციელოს მოვლენების დოკუმენტალური ასახვა.
** უბედური შემთხვევების დროს უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
** უზრუნველყოს სადამკვირვებლო უსაფრთხოების პროგრამების განხორციელება.
** სამუშაო რისკების ანალიზის განხორციელება (JHA).
** ზედამხედველობა დაცემის და ვარდნის პრევენციის პროგრამის, შესაბამისი მოწყობილობების მუდმივი შემოწმება და კონტროლი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების პარალელურად.
** 30%-დე დროის სხვადასხვა ობიექტებზე გატარება შეხვედრების, ტრენინგების, ინსპექტირების ჩატარების მიზნით.
** უნარი გააკონტროლოს უსაფრთხოების წამახალისებელი პროგრამები.
** ყოველმხრივი დახმარება უსაფრთხოების შენარჩუნების და შესაბამისობის დაპროგრამების მართვაში, მაგალითად: LOTO, Hazard Communication , EAP, Hearing Conservation, Hot Works, Respiratory protection , BBP და ა.შ.
** შეასრულოს მენეჯმენტის მიერ დამატებით დაკისრებული მოვალეობები.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მშენებლობის, ჯამრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიმართულებებით.
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე სპეციალისტებს HSE მიმართულებით. ტექნიკურ საბუთებთან მუშაობის უნარი ჩაითვლება უპირატესობად.
** მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი: თვითდაჯერებული, მოსაუბრე, თავისი პოზიციის გამტანი.
** მივლინებების მოცულობა არა ნაკლებ 30%.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პირადი თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** მეგობრული, თავაზიანი და ადამიანებზე ორიენტირებული.
** დასახულ მიზნებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომლისთვისაც ხარისხი უმაღლესი პრიორიტეტია.
** დროის მართვის და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების მქონე პიროვნება.
** რთულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი, რომელსაც მრავალ ამოცანაზე მუშაობის მიუხედავად, არ უჭირს დასახული მიზნების მიღწევა.
** მაღალი მოტივაციის დონე და ინოვაციური მიდგომები.

განცხადებაზე გამოხმაურება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hr@domsons.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2019 წელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |