www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ამწე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

სამშენებლო ამწეებისა და მოწყობილობების იმპორტიორი კომპანია ამწე ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** მომწოდებელი კომპანიების პორტფელის კონტროლი;
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** საბაჟო სამსახურის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** თვიური/წლიური ანგარიშსწორების გეგმის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** მინ.2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: recruitment@hrcollie.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |