www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია - "აი სი არ ტრეიდი" ევროპული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარებისა იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს, როგორიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი, ჟაკადი, პარფოისი. დღეისათვის კორპორაცია მართავს 80-მდე მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
** საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge და თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტი თბილისში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის შემოტანიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |