www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ასოციაცია ატუ
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

ასოციაცია "ატუ" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტისა და მექანიზაციის სამსახურის სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება;
** საქართველოს შრომისდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და ზედამხედველობა მათ შესრულებასა და დაცვაზე;
** სამუშაო ადგილების ინსპექტირება/აუდიტი შრომის უსაფრთხოების კუთხით - საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ტრენინგების ჩატარება;
** ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის აკრედიტირებულ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების აკრედიტაციის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
** ავტო-ფარეხში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** რისკების შეფასების და ანალიზის უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სერტიფიკატის ასლი, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: agdgoma56@mail.ru 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |