www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Bolt
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"Bolt" მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სტარტაპია, რომელსაც 30 მილიონამდე კმაყოფილი მომხმარებელი ყავს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ ვმუშაობთ სატრანსპორტო სფეროს მომავლის პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას ქალაქში გადასაადგილებლად. "Bolt" აგებულია კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტი უნდა იყოს სწრაფი მოხერხებული და ყველასთვის მისაწვდომი.

ჩვენ ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს თბილისში.

შემოგვიერთდი, თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები და ინოვაცია!
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული - კვირაში 44 საათი (მოქნილი გრაფიკით)

ძირითადი მოვალეობები:

** მგზავრებისგან შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა
** პარტნიორი მძღოლებისთვის სისტემაში გამოძახების დაფიქსირება
** ტრანსპორტირების ჯავშნებისა და დაგეგმილი შეკვეთების ზუსტად და აკურატულად ადმინისტრირება
** მგზავრებისთვის მგზავრობის საფასურის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** თბილისში ქუჩებისა და მისამართების კარგად ცოდნა
** გამართული მეტყველება
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა
** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის კარგად ცოდნა

რას გთავაზობთ?

** მამოტივირებელ ანაზღაურებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ძალიან კარგ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას ევროპაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სტარტაპში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსეთ განაცხადი არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |