www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი "საირმე"
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირადი ჰიგიენის დაცვა სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით
** ბარის მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** კოქტეილების დამზადება/გაფორმება სასტუმროს დადგენილი სტანდარტის და რეცეპტურის მიხედვით
** სტუმრისთვის სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** დეტალური ინფორმაციის ქონა სასმელების შემადგენლობის, დამზადების წესების, შეხამებისა და გასაყიდი ფასების შესახებ
** ბარის პროდუქციის შენახვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მარაგების კონტროლი
** სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველას სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება
** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია პროგრამა Micro-ს ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@sairmeresort.ge

"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |