www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზ. 118, "ექსპო ჯორჯიას" პირველი პავილიონი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** "ინექსფონის" და ჰოლდინგში შემავალი სხვა კომპანიების ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული და ამომწურავი პასუხი
** საკითხის შესაბამისად მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტში გადამისამართება
** გამავალი ზარების განხორციელება
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სოც.გვერდებზე შემოსულ შეტყობინებებზე დროული და ამომწურავი პასუხი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ანაზღაურება: 400 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |