www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 22-დან 40 წლამდე;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა).

ძირითადი მოვალეობები:

** განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა;
** პროდუქციის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსური სისტემა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მძღოლ-ექსპედიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2019 წ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |