www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. ჯგუფი არის Daikin-ის, Trox-ისა და Danfoss-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. Domson`s Engineering-ი აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღეისათვის, Domson`s Engineering-ის მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე

მოვალეობები:

** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კონტროლი;
** პერიოდული ფინანსური უწყისების მომზადება;
** პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა;
** დამოუკიდებლად deadline-ების პირობებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად მეილზე hr@domsons.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 3 ოქტომბერი 2019.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |