www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ტურისტული პაკეტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სანსო მედ ტურები
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

სამედიცინო ტურიზმის კომპანია "სანსო მედ ტურები" (http://www.sansomedtours.com) წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებებისა და პროფილაქტიკური მკურნალობის მიზნით პაციენტების შემომყვან კომპანიას. კომპანიის საქმიანობა ასევე მოიცავს სხვადასხვა სახის ტურების ორგანიზებას პაციენტებისთვის, მათი სურვილის შემთხვევაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ტურისტული პაკეტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური სერვისების მომწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური კომუნიკაცია პაკეტების შექმნის მიზნით
** შემუშავებული პაკეტების რეკლამირება სამიზნე ბაზრებზე,
** საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო ტურიზმის ფასილიტატორ (შუამავალ) კომპანიებთან/ სააგენტოებთან / ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და შემუშავებული პაკეტების გაყიდვა
** პაციენტების მდგომარეობის და მოთხოვნების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებთან საკითხების მოგვარება პაციენტის ჩამოსვლამდე
** სამედიცინო ტურისტული პაკეტების გაყიდვების ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება`
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (B2 დონე)
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ოჯახის ექიმის კვალიფიკაციით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
** გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტაცია

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო გაყიდვებიდან.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: roin@sansomedtours.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |