www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

2018 წელს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ (შემდგომში, კანონი), რომლის საფუძველზეც შეიქმნა განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემა, სადაც დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო რეგულარულად ახორციელებენ საპენსიო შენატანებს დასაქმებულის სასარგებლოდ.

საპენსიო სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის და ადმინისტრირებისათვის.

საპენსიო სააგენტოში შეიქმნა 5 წევრისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭო, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენს საინვესტიციო დოკუმენტის შემუშავება და საპენსიო აქტივების ინვეტირებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა, ხოლო აღნიშნულ პროცესებს წარმართავს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. საინვესტიციო საბჭო უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგს და შეფასებას არანაკლებ კვარტალში ერთხელ, აგრეთვე პერიოდულად გადასინჯავს და საჭიროების შემთხვევაში, განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს.

საპენსიო შენატანები, რომელთა მზარდმა ჯამურმა მოცულობამ უახლოეს წლებში რამდენიმე მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს, ექვემდებარება ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას, კეთილსაიმედოობის პრინციპების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო სამსახური, რომელსაც უხელმძღვანელებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

პოზიცია: სსიპ საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, უმჯობესია ფინანსების ან/და სხვა დაკავშირებული მიმართულებით;
** ფასიანი ქაღალდების პორტფელის წარმატებული მართვის გამოცდილება მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსურ ორგანიზაციებში წარმოადგენს უპირატესობას;
** მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, საინვესტიციო, რისკის მართვის ან/და რისკის კონტროლის მიმართულებით, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების და დერივატივების საფუძვლიანი ცოდნა; ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების, აქტივების განთავსების ტექნიკის, ფინანსურ ინსტრუმენტებთან ასოცირებული რისკების მართვის საფუძვლიანი ცოდნა; სექიურიტიზაციის და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას;
** საუკეთესო კომუნიკაციის უნარები და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა მნიშვნელოვანია.

უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეირჩევა და დაინიშნება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამ კანონის გაცნობა შესაძლებელია, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.pensions.ge

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** სამოტივაციო წერილი;
** რეზიუმე;
** შესაბამისი დიპლომების ასლები (მოთხოვნის შემთხვევაში).
** სამოტივაციო წერილი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2019 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე (თბილისის დროით), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cio@pensions.ge

კანდიდატების შერჩევა იწარმოებს მიმდინარე რეჟიმში საუკეთესო კანდიდატის გამოვლენამდე. შესაბამისად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადები უმჯობესია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში წარმოადგინონ. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს. ანაზღაურება განისაზრვრება შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის და ბაზარზე არსებული კონკურენტული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |