www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ნიკორა 7
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტშვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა" - ს შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** სიახლეებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
** თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
** პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების POS მასალებით მომარაგება და მათი განთავსების კონტროლი;
** ობიექტის პერსონალთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** ​მენეჯმენტისათვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I რეზიუმეების გადარჩევა;
II ტესტირება;
III გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |