www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა - რეკრუტერი Star
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 200-ზე მეტი თბილისში, ხოლო 50-ზე მეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ზე მეტია.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

** გინდა დაიწყო შენი კარიერა გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნით?
** გინდა მისცე გასაქანი შენს ყველაზე არაორდინალურ იდეებსაც კი?
** გინდა განვითარდე ისე სწრაფად, რომ სინათლის სხივიც ვერ გეწეოდეს?

ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას "რეკრუტერი Star", რომლის ხანგრძლივობაც 3 თვეა.

რა დაგხვდებათ აქ:

** დიდი და გემრიელი გუნდი კეთილი გულებით
** ბევრი საინტერესო პროექტი
** ახალი მეგობრები
** ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა
** სიახლეები და ნონ-სტოპ აქტივობები

ჩვენს HR გუნდში წელიწადის ყველა დრო ზაფხულივით ცხელი და დარიჩინიანი ყავასავით გემრიელია.

უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და #გახდიჩვენიანი - მიჰყევი ლინკს: RecruiterStar

თქვენი მონაცემების გამოგზავნა შეგიძლიათ 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |