www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გიდების მოსამზადებელი კურსები, ტურიზმის მენეჯმენტი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"VIP Intelect Group" გთავაზობთ ტურისტული გიდების მოსამზადებელ საზაფხულო ინტენსიურ კურსებს.

გახდი ტურიზმის გიდი - შეისწავლეთ დღეისათვის ერთერთი მოთხოვნადი პროფესია, რომელიც ამავდროულად არის საინტერესო და მაღალანაზრაურებადი.

ჩვენი მრავალი კურსდამთავრებული უკვე დასაქმებულია, ჩვენ ვთანამშრომლობთ ტურისტულ სააგენტოებთან და მათი მხრიდან მუდმივად არის ინტერესი საუკეთესო კადრების დასაქმების, ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსდამთავრებულების ბაზები და ვაკანსიის მოთხოვნისთანავე ვუწევთ რეკომენდაციებს ჩვენს კურსდამთავრებულებს!

1. რუსულენოვანი გიდების მომზადება-გადამზადება (კურსი რუსულად)
2. ინგლისურენოვანი გიდების გადამზადება (კურსი ინგლისურად)

კურსის პროგრამა:

** საქართველოს ისტორიის მიმოხილვა (ყველა ტურისტულად აქტუალური რეგიონის გავლა) და ისტორიული ძეგლების შესწავლა;
** ქართული ტრადიციების მიმოხილვა;
** საქართველოს კულტურა, ხელოვნება;
** ტურის დაგეგმარება;
** სხვადასხვა ტურის შესწავლა:
** კულტურული ტური;
** მომლოცველთა ტური;
** ღვინის ტური;
** გასტრონომიული ტური;
** გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები; გიდის ეტიკეტი;
** ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა;
** პრაქტიკული გასვლა ტურში და ადგილზე მუშაობის უნარების განვითარება;

ინგლისურენოვანი კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი - თვეში
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register

რუსულენოვანიკურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია - კვირაში ჩატარდება 3 ლექცია
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი - თვეში

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

კურსის მსვლელობისას მსმენელებს ჩაუტარდებათ გასვლითი ტურები ორ სხვადასხვა ტურისტულად ყველაზე მოთხოვნდ ადგილას!
ორივე კურსის ბოლოს ჩატარდება შესაბამისი ტესტირება!
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი!
კურსებს უძღვებიან: რუსული ენის და ინგლისური ენის კვალიფიციური, მილანის ტურიზმის გიდის ეთიკის სერტიფიკატის მფლობელი სპეციალისტები, რომელიც ამავდროულად მუშაობენ ტურისტულ გიდებად, გააჩნიათ რამოდენიმე წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გიდად მუშაობის VIP ტურისტებთან.

"VIP Intellect Group" გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ ტურიზმის მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამას, სტაჟირებით ტურისტულ სააგენტოებში!

გაითვალისწინეთ! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიაში მუშაობას!
ჩვენი კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს ტურიზმის ბიზნესის დაწყებასა და მართვას!

გაგიწევთ საკონსულტაიო მომსახურებას, მათ ვისაც ტურიზმის სფეროში გსურთ საქმიანობა და საკუთარი ბიზნესის შექმნა ან სხვის ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობა, გარდა ამისა დაგეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვაში, რეკლამირებასა და გაყიდვების გაზრდაში!

ტრენინგ კურსის სახელწოდება: ტურიზმის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში. ამავე დროს გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ცოდნა, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ ტურიზმის სფეროში ბიზნეს აზროვნების განვითარებაში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად ან ტურ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

1. ინტერაქციული ლექციები.
2. სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.

ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.
გამოცდილი სპეციალიტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიზმის სფეროში.
სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: ტურისტული კოპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1სთ 30წთ-იანი
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.

კურსს უძღვება: ნინო ჭიპაშვილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი მენეჯერი ტურიზმის ბიზნესში, ტრენერი.

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება და ყველაზე მაღალი შეფასების მსმენელი სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასდ!

სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე.

ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!

გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

ჩვენი ათეულობით კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში ტურიზმის მენეჯერად და ადმინისტრატორად მუშაობას!
კურსზე რეგისტრაციისთია შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: vipintellect.ge/ge/register

მის: პეკინის ქ. #28, მე-6 სართ
ტელ: 2378111; 551196110;593618212;
e-mail: ninovipicg@gmail.com
http://www.vipintellect.ge
https://www.facebook.com/vipintellectgroup/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |