www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვლევებისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კვლევებისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ: თამამ გზამკვლევს ჩვენს გემზე. ვეძებთ სიახლეების მაძიებელ, თვით-განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი შექმნას პროდუქტი, რომელსაც ასიათასობით ადამიანი გამოიყენებს. ვისაც უყვარს გეგმების დასახვა და შესრულება, არ აშინებს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთო პროექტის დამტკიცებისთვის ბრძოლა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების მოკვლევა და ანალიტიკა
** კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა
** განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ბიზნეს პროექტების მომზადება, ახალი პროდუქტების კონცეფციის და ფუნქციონალის ჩამოყალიბება
** კვლევებისა და განვითარების პროექტების მართვა - პროექტის ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოს განაწილება და მართვა
** პროექტის ფარგლებში მომხმარებლის ქცევისა და feedback ების ანალიზი და ადაპტირებული იუზერ სთორის მომზადება
** პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება
** მიღებული პროდუქტის შესაბამისობის ტესტირება ბიზნეს დავალებასთან
** პროდუქტის და მისი შემადგენელი კომპონენტების სრული სასიცოცხლო პროცესის მართვა, იდეის ფორმულირებიდან ბაზარზე ფუნქციონირების მონიტორინგამდე

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფინანსურ ან ტექნოლოგიურ ბაზარზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** სიახლის მაძიებელობა და გაზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ინიციატივა და დამოუკიდებლობა
** ძლიერი პიროვნული თვისებები
** კარგი ანალიტიკური უნარები
** გუნდის მართვის უნარები
** კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |