www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PHP დეველოპერი
მომწოდებელი: SmartHub
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"SmartHub" არის თბილისში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც სრულ IT მომსახურებას უწევს სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა FinTech პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება 20-მდე პროექტის წარმატებით შესრულებაში, მათ შორის საქართველოს, ესპანეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრებისათვის.

ისევე, როგორც ჩვენი კომპანია, ჩვენი IT გუნდიც იზრდება და გვესაჭიროება PHP დეველოპერები junior და middle როლებზე. ძირითადი აქცენტი გვაქვს backend development-ზე, თუმცა პერიოდულად გვჭირდება website development-იც.

აუცილებელი პირობებია:

1. PHP-ს ღრმად პატივისცემა :)

ჩვენ პატივს ვცემთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, თუმცა ჩვენი ძირითადი ტექნოლოგიაა PHP და Laravel Framework, ამიტომ ამ პლატფორმის ცოდნა ან სწავლის სურვილი არის აუცილებელი.

2. SQL ბაზები

უნდა შეგეძლოთ SQL ბაზებთან მუშაობა. სასურველია გამოცდილება გქონდეთ რთული სტრუქტურის და მოთხოვნების აგებასთან, თუმცა აუცილებელი არ არის, რადგან ამ ნაწილის ათვისებას ადგილზე შეძლებთ… ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ MySQL ან PostgreSQL-თან.

3. კომპეტენციის დემონსტრირება

უნდა შეგეძლოთ მიჩვენოთ თქვენს მიერ შესრულებული კოდი განსახილველად. არ არის აუცილებელი პროექტ(ებ)ი იყოს გაშვებული live-ში. ასევე არ აქვს მნიშვნელობა პროექტი სამსახურში შეასრულეთ, დაკვეთით თუ მეგობართან ერთად გაერთეთ.

4. Frontend ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება

HTML, CSS, JavaScript… ჩვენი ღრმა რწმენით ეს ტექნოლოგიები ყველა ვებზე მომუშავე დეველოპერმა უნდა იცოდეს საბაზისოდ…

5. Git-ით Version Control-ის ცოდნა (საწყის დონეზე მაინც)

რადგანაც კოდზე თქვენთან ერთად სხვა დეველოპერებიც იმუშავებენ, აუცილებელია თქვენი კოდის ეფექტური მართვა… გარდა ამისა git-ზეა დაფუძნებული ჩვენი კოდის გარემოებებზე (local → test → production) კოდის გადატანა (deployment). ჩვენ ვიყენებთ Gitlab-სა და Gitlab CI/CD-ს კოდის სამართავად.

ყოველდღიურად თქვენ:

** იმუშავებთ რთულ და საინტერესო ამოცანებზე;
** ამოცანაზე მიმაგრებული უფროსი დეველოპერი/team lead დაგეხმარებათ ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაში;
** პროექტ მენეჯერ(ებ)ი დაგეხმარებიან ამოცანის დეტალების გააზრებასა და კოორდინაციაში;
** შექმნით მონაცემთა ბაზის სტრუქტურებს, REST API-ებს, მონაცემების დამუშავების ლოგიკებს, async/background queue task/worker-ებს, scheduled job/task-ებს და ა.შ…
** გაუგზავნით senior developer/team lead-ს თქვენს შესრულებულ კოდს განსახილველად (code review);
** სატესტო გარემოზე გადაიტანთ თქვენს ნამუშევარს Gitlab CI-ს მეშვეობით;
** ყოველ პარასკევ დღეს დროს დაუთმობთ თვითგანვითარებასა და/ან თქვენს მიერ შერჩეულ პროექტზე მუშაობას (თქვენთან შეთანხმებით შედგება თვითგანვითარებისა და/ან პროექტის განვითარების გეგმა, ე.წ. roadmap).

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულად ზრდის შესაძლებლობას;
** კომპეტენტურ ანაზღაურებას: ხელფასი, ბონუსი, დაზღვევა...
** მყუდრო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სხვადასხვა სასწავლო მასალით უზრუნველყოფას: წიგნები, ვიდეო მასალა და ა.შ. - თქვენი არჩევით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@smarthub.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |