www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაგეგმვისა და კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას დაგეგმვისა და კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000450
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი.
** სფერო: ანალიტიკა, ფინანსები, სტრატეგიული დაგეგმვა.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, სტატისტიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დაგეგმვის უნარები
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით წლიური ბიუჯეტის შედგენა, მისი პერიოდული განახლება და ამ პროცესების კოორდინირება;
** დაგეგმარების პოლიტიკის ოპტიმიზაცია და შემდგომი დანერგვა;
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების ანალიზი;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის და სტრუქტურული ერთეულებისთვის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;
** დაგეგმარების პროცესის ავტომატიზაციაში აქტიური ჩართულობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/450

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |