www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ინტრეიდი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, მზა სალათები, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ინტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალის შექმნა;
** სარეკლამო პოლიგრაფიული მასალების (ბუკლეტის, პოსტერის, ფლაერების, ბარათების და ა.შ.) დიზაინის შემუშავება;
** კონტრაქტორ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის უკეთ წარმოჩინების მიზნით საჭირო დიზაინის ელემენტების შექმნა;
** სადისტრიბუციო ტრანსპორტის ვიზუალურ გაფორმებაზე ზრუნვა;
** დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა;
** სტამბებთან ურთიერთობა;
** ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის ვიზუალის კონცეფციის მოფიქრება, შემუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების: Corel Draw/Adobe Photoshop/Adobe Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** შრიფტებზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯემენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |