www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების წარმომადგენელი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით.
უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას მიწოდების წარმომადგენელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობა;
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით ობიექტებზე შეკვეთის მიწოდება;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ანგარიშსწორების პირობის დაცვა;
** დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიწოდების წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |