www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

"გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე.
ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;
** პრომო აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ონლაინ გაყიდვებისთვის აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ვებ-გვერდის მართვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურსა და მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
** საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "ბრენდ მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ვადა 30 სექტემბერი 2019 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |