www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკისა და შესყიდვების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ლოჯისტიკისა და შესყიდვების განყოფილების მართვა;
** სამეურნეო და შესყიდვების სისტემების საერთო ხელმძღვანელობა;
** სამეურნეო-ადმინისტრაციული რისკების განსაზღვრა და მართვა;
** განყოფილების თანამშრომლების, ანგარიშვალდებული პირების შერჩევა-ხელმძღვანელობა;
** საოფისე ფართების მოძიების და ინფრასტრუქტურის მოწყობის ხელმძღვანელობა;
** მარეგულიერებელ ორგანიზაციებთან, არქიტექტორებთან, სარეკლამო კომპანიებთან და სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის მართვა;
** ოფისების გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ძირითადი შესყიდვების და სხვა მაღალფასიანი დანახარჯების განხორციელება ბიუჯეტის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი წესის მიხედვით, თითოეული ნივთისთვის პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა და მისი ექსპლუატაციის კონტროლი;
** ტენდერებისა და კონკურსების ჩატარება შესაძენი და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ხარისხის შეფასება;
** ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის ხელმძღვანელობა;
** ორგანიზაციის სასაწყობე მეურნეობის მართვა და კონტროლი;
** ავტოპარკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის ხელმძღვანელობა;
** განყოფილების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შტატის პერიოდული შეფასება და საკადრო გადაწყვეტილების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო/საბანკო სექტორში);
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და ტექნიკური პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური დაგეგმარების უნარი, ორგანიზატორული ნიჭი, მართვის უნარ-ჩვევები;
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად/ოპერატიულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 4 ოქტომბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |