www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - სურსათის უვნებლობა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების მენეჯერის სერტიფიცირებულ კურსს

მიმოხილვა:

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა კომპანიის ვალდებულებაა. ამ მოთხვნების შესრულების სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან იმიჯს და რეპუტაციას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის სისტემების სათანადოდ დანერგვა.

სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების სერტიფიცირებული კურსი გათვლილია სოფლის მეურნეობის, პირველადი წარმოების, სურსათის გადამუშავების, შენახვის ან დისტრიბუციის, ასევე საზოგადოებრივი კვების სფეროში ჩართული კომპანიის მენეჯერებისთვის. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები (GHP&GMP, HACCP, ISO 22000, ISO 9001). სწავლების გავლის შემდეგ, მენეჯერი შეძლებს უზრუნველყოს კომპანიის მიერ უვნებელი და საიმედო პროდუქციის წარმოება.

ტრენინგის გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის(CUTC) და სტარ კონსალტინგის (STAR consulting) ერთობლივ სერტიფიკატს.

თემატიკა:

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა

** სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა GHP - საწარმოს ინფრასტრუქტურა და სხვა მოთხოვნები და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა GMP, აუცილებელი ჩანაწერები და პროცედურები, მიკვლევადობა - 2*1, 5=3
** სურსათის უვნებლობის საფრთხეები (მიკრობიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური) - 1*1, 5=1, 5
** საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა HACCP - 1*1, 5=1, 5
** სექტორების შესაბამისი HACCP (HoReCa, ყველი, ხორცი, თხილი, ფუნთუშეული) - 1*1, 5=1, 5
** სახელმწიფო სისტემა, ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები ISO 22000 - 1*1, 5=1, 5

ტრენერი: ეკატერინე ბურკაძე
სამუშაო ადგილი/პოზიცია: "სტარ კონსალტინგ"-ის დირექტორი

განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 2 ოქტომბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 9 საათი
** ტრენინგის პერიოდულობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 საათი

საფასური და რეგისტრაცია"

ტრენინგის ღირებულება 250 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfviu7OI5tvrNfO0cxI6R30ldG0sp19aO0nybDF_zbNi5bzQ/viewform

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |