www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცრის სასწავლო პროგრამა
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"ფინკა ბანკის" განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის სასწავლო პროგრამაზე.

"ფინკა ბანკის" საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მსმენელთა მიღება 4 სექტემბრიდან განახლდა.

მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

პროგრამის ხანგრძლივობა - 3 თვე

სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 200 ლარი და ასევე ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.

ვისთვისაა სასწავლო პროგრამა:

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

რატომ უნდა აირჩიოთ ეს პროგრამა

"ფინკა" საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლობაა საქართველოში და 20 წელზე მეტია ოპერირებს ქვეყანაში. ჩვენ გთავაზობთ:

** მულტიკულტურულ გარემოს
** ინდივიდუალურ, თქვენზე მორგებულ სასწავლო/სამუშო გრაფიკს
** სწავლის პარალელურად, საშუალებას, რომ გამოიმუშაოთ ხელფასი და გქონდეთ შემოსავალი სწავლის დაწყების პირველივე დღიდან.
** ბანკში დასაქმების შესაძლებლობას - საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმდება წარმატებულ კურსდამთავრებულებთან

კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია). ასევე, შეიძლება იყოთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

სასწავლო კურსზე ჩარიცხვის და კანდიდატების შერჩევის წესი

"ფინკა ბანკის" განვითარების ცენტრში სწავლის დასაწყებად სულ რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო.

** დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსოთ განაცხადი ბმულზე.
** შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.

სასწავლო პროგრამა ცხადდება შემდეგ ფილიალებში

** თბილისის რეგიონი - დიდუბე, გლდანი, ლილო, ვარკეთილი
** შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი - გორი, ხაშური, კასპი, ახალქალაქი, ახალციხე
** რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი - ამბროლაური
** იმერეთის რეგიონი - ქუთაისი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ბაღდათი, სამტრედია
** კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონი - საგარეჯო, რუსთავი, ყვარელი, მარნეული, ახმეტა, ბოლნისი, დმანისი, გურჯაანი, ლაგოდეხი, თელავი, წნორი
** სამეგრელოს რეგიონი - ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ჩხოროწყუ
** აჭარის რეგიონი - ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო

დაიწყეთ და განავითარეთ კარიერა "ფინკა ბანკში"! "ფინკა ბანკი" საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა "ფინკა ბანკში". პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებისათვის გადაცემა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |